გუბერნატორმა მარიამობის დღესასწაული გუდამაყარში შეკრებილ მოსახლეობას მიულოცა

28/08/2018

შალვა კერესელიძემ სოფლებში – ზემო და ქვემო ჩოხი – არსებული ქრისტიანული სალოცავები მოილოცა და მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნას შეუერთდა.
გუბერნატორი, ასევე, ესტუმრა გოდერძი ჩოხელის სახლს და სახელოვანი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დედას დღესასწაული პირადად მიულოცა.
„მაქვს პატივი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული გუდამაყრის თემში ვიზეიმო. ეს არის ადგილი, რომელიც რწმენის სიმტკიცის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს სცემდა და სცემს ქრისტიანულ ღირებულებებს და იცავს რწმენით ტრადიციებს“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0