გუბერნატორმა ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

01/10/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე შოთა რეხვიაშვილმა მგზავრთა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო და მათგან არსებული ხარვეზებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმცირეს, ალტერნატიული მარშრუტებისა და ავტობუსების დამატების საკითხს, ასევე მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის სრულყოფის საჭიროებას.
მხარის გუბერნატორის განცხადებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და კომპანიის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საფუძველზე მოხდება იმ პირობებზე შეჯერება, რომელიც მგაზრთა ინტერესების გათვალისწინებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0