გუბერნატორმა ზუგდიდიში მიმდინარე პროექტები დაათვალერა

07/02/2018

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გუბერნატორმა დღესვე გაეცნო ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სადაც ამ ეტაპზე მიმიდნარეობს ბულვარში მდებარე არხის კეთილმოწყობა, შეიცვალა განათების სისტემა. პროექტით გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება და გამწვანების მოწყობა, ბულვარშივე განთავსდება ახალი სკამები და სანაგვე ურნები. ბულვარის ტერიტორიაზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები, განახლდება ბულვარის გამწვანება. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 790 000 ლარს შეადგენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0