სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრის ძირითადი მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო და ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
გუბერნატორმა ელჩს მხარის პოტენციალი გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა .
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა, ,,სამოქალაქო საზოგადოების” მიერ ინიცირებულ შეხვედრას დაესწრო და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურთან ერთად რაჭაში მოქმედი კოოპერატივების საქმიანობასაც გაეცნო…
გუბერნატორმა ელჩს მხარის პოტენციალი გააცნო
04/05/2016