გუბერნატორმა დუშეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუნიციპალიტეტის აქტუალური საკითხები განიხილა

07/09/2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, გაეცნო მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, მიიღო ინფორმაცია მიმდინარე პროექტების და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელა მჭადიჯვრის, ფასანაურის და მუცოს მოსახლეობასთან და დამსვენებლებთან შეხვედრისას წამოჭრილი საკითხების მოგვარების გზებზე.
შალვა კერესელიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სამოქმედო პრიორიტეტები გააცნო, ხაზი გაუსვა განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის მნიშვნელობას.
გუბერნატორის განცხადებით თითოეული პრიორიტეტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ მათი კომპლექსური განვითარება წარმოადგენს, როგორც ცალკეული მუნიციპალიტეტების, ასევე, რეგიონის წინსვლის მყარ გარანტიას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0