გუბერნატორმა გარდაბანში ახლად რეაბილიტირებული ბაღები დაათვალიერა

12/11/2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ, ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში, სოფელ სართიჭალაში, ნორიოსა და მარტყოფში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი ინფრასტრუქტურა, ადგილზე, პირადად, მოინახულეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მხარის გუბერნატორმა, აღმზრდელებს, მშობლებსა და ბავშვებს განახლებულ გარემოში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და სკოლებში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში კიდევ 17 ბაღი განაახლეს სასწავლო პროცესს. მომავალ წელს კი დაგეგმილია 5 ახალი ბაღის მშენებლობა. პროცესი შეუქცევადია და რეგიონში, ამ მიმართულებით, ბევრი საინტერესო სიახლეა დაგეგმილი“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 23 ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი დასრულდა, ზოგგან კი პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 859 917 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0