გუბერნატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა

25/03/2016

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მაკა მალაყმაძეს შეხვდა. გუბერნიაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში განსახორციელებელი სოციალური პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და შშმ პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საჭიროა მუნიციპალიტეტებში ხელახლა გადაიხედოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ინფრასტრუქტურული ადაპტირებული გარემოს, პანდუსების მოწესრიგების საკითხები.
გია სალუქვაძემ შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0