თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და რეგიონში განსახორციელებელი სხვადასხვა სახის პროექტები განიხილა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს პროგრამის კოორდინაციის, საქარველოს ოფისის „TIKA“ თავმჯდომარესთან მუსტაფა ქორქმაზთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მხარდაჭერისათვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მუსტაფას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მან თავის მხრივ მატერიალურ-ტექნიკური კუთხით კერძოდ, თავშესაფრებისა და სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვით გურიის რეგიონს მაქსიმალური დახმარება აღუქვა. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე, შევთანხმდით ურთიერთთანმაშრომლობაზეც, რაც რეგიონისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,“-აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გია სალუქვაძემ.
„TIKA“-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა – განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
გუბერნატორი საქარველოს ოფისის „TIKA“ თავმჯდომარეს შეხვდა
01/03/2016