გუბერნატორი კარატეს ტურნირის გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

10/08/2016

კარატეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ სამეგრელოს გუნდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შეხვდა. ლევან შონიამ გამარჯვებულებს მიულოცა და წარმატებები უსურა.

„მადლობას გიხდით იმისთვის რაც ჩვენს რეგიონისთვის გააკეთეთ, მე ეჭვიც არ შემპარვნია თქვენს გამარჯვებაში. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ თქვენ გქონდეთ ყველა პირობა უკეთ სავარჯიშოდ. რეგიონში დაწყბულია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენ ვიწყებთ სპორტის სასახეების მშენებლობებს მუნიციპალიტეტებში, უახლოეს დროში ეს პროცესი იწყება ხობში“ – განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრაზე გუბერნატორმა.

შეხვედრას, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა ტურნირის მხარდაჭერისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა, კარატეს ფედერაციამ კი ლევან შონიას მესამე დანი მიანიჭა.

კარატეს საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს. გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან 18 წლამდე გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0