სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვდიან დამკვირვებლებს კორნელია სტეინერს და როჯერ ბრანდინს შეხვდა. გუბერნატორმა მისიის წევრებს რეგიონში არსებულ ვითარებას და წინასაარჩევნო გარემო გააცნო. ლევან შონიას განცხადებით პოლიტიკურ სუბიეტებს და კანდიდატებს მშვიდ, თავისუფალ, თანაბარუფლებიან გარემოში უწევთ საარჩევნო კამპანიის წარმოება.
ეუთოს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან, 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შედგება. ექსპერტები და დამკვირვებლები 18 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი.