შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუბერნატორს გააცნეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომლებსაც მუშაობის დროს აწყდებიან. სამხარაძის თქმით, მნიშვნელოვანია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის კომბინირებული მუშაობა, ეს ხელს შეუწყობს საერთო მიზნების განხორციელებას, რაც მეტად ეფექტური და შედეგიანი იქნება.
გუბერნატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
21/02/2017