გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა შედგა

06/04/2017

სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა შედგა. სხდომას ესწრებოდნენ რწმუნებული-გუბერნატორი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილე, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი რამდენიმე სოფლის ხელმძღვანელი.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანაგვიანებული ზონების დასუფთავების ორგანიზება წარმოადგენდა. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის-გუბერნატორის გოჩა ზეიკიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთების სანიტარული მდგომარეობა შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ მიხედვას საჭიროებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა დასუფთავების ღონისძიებები, რომლებიც უმოკლეს დროში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0