გუბერნატორის ვიზიტი კომპანია „შატო მუხრანში”

17/05/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „შატო მუხრანი”, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერა.
საწარმო მუხრან-ბატონთა ძველი მამულის ტერიტორიაზეა. 2003 წელს კომპანიათა ჯგუფ “Marussia Beverages”-ის და მათი ქართველი პარტნიორების მიერ დაარსდა. 2007 წელს სოფელ მუხრანში აშენდა თანამედროვე ღვინის ქარხანა და ჩამოისხა ღვინის პირველი პარტია.
„შატო მუხრანის“ წარმომადგენელმა, მხარის გუბერნატორს ღვინის წარმოება და შენახვის ტექნოლოგიები გააცნო. ალკოჰოლური სასმელი მზა კონდიციას აღწევს, როგორც სპეციალურად დამზადებულ მუხის კასრებში, ასევე ტრადიციულ ქვევრში.
კომპანია, ქართული ღვინისა და ალკოჰოლურ სასმელ-ჭაჭის სხვადსხვა სახეობას აწარმოებს, ხოლო დისტრიბუციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს.
მეცხრამეტე საუკუნეში, თავადმა ივანე ბაგრატიონმა ( მუხრანსკიმ ) საფრანგეთში ღვინის წარმოების შესწავლის შემდეგ საკუთარ მამულში ღვინის ქარხანა ააშენა და საკუთარი ცხოვრება მის წარმოებას მოიძღვნა, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0