გუბერნატორის ადმინისტრაციაში ირანელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

14/09/2016

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა ირანელ ბიზნესმენებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ საინვესტიციო გარემოს გასაცნობად და ნიადაგის მოსასინჯად ინვესტირებისათვის. წარმოდგენილი იყვნენ ხელმძღვანელები და მფლობელები მძიმე და მსუბუქი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და მომსახურების სფეროებიდან.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ სტუმრებს გააცნო რეგიონის განვითარების პერსპექტივა, ადმინისტრაციის ინოვაციური მიდგომა განვითარების პროცესებისადმი, რეგიონის მწვანე განვითარების პოლიტიკა და სხვა.
რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა სტუმრებს ელაპარაკა რეგიონის პრიორიტეტებზე, კონკრეტულ პროექტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარქაზის პროვინციის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ჯამშიდ ზანდმა კმაყოფილება გამოთქვა გულთბილი და საქმიანი მიღებისათვის, იმედი გამოთქვა, რომ როგორც რეგიონების, ისე ბიზნეს სტრუქტურების დონეზე მომავალი თანამშრომლობა ორმხრივ საინტერესო და შედეგიანი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0