გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მერაბ ჭანუყვაძემ საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი გააცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტები, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, დაგეგმილი ღონისძიებები და საჭიროებები; დასუფთავების საკითხები; სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა; 2018 წლის სამოქმედო გეგმის განახლება – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.
სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
27/03/2018