იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით თერჯოლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი,საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები დაესწრნენ. საბჭოს სხდომის ჩატარება 2015–2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებების გამო გახდა აუცილებელი. შეხვედრაზე კონკრეტულად, იმერეთის მხარეში 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
17/02/2017