გრიგოლ ნემსაძე ორგანიზაცია ,,საზოგადოება რუსთაველები -კეთილი ადამიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა

06/11/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე სამხარეო ადმინისტრაციაში ორგანიზაცია ,,საზოგადოება რუსთაველები-კეთილი ადამიანების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ორგანიზაციის წევრებმა, რომელთა რიგებშიც ღვაწლმოსილი და დამსახურებული რუსთაველები არიან, რეგიონის გუბერნატორს მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0