გრიგოლ ნემსაძე კოდის მეფრინველეობის ფაბრიკაში იმყოფებოდა

20/10/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად კოდის მეფრინველეობის ფაბრიკაში იმყოფებოდა.
გუბერნატორი ადგილზე გაეცნო საწარმოო პროცესს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მეფრინველეობის მეურნეობაში წარმოებული კვერცხი ქართულ ბაზარზე წლებია ატიურადაა წარმოდგენილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკაში ამ ეტაპზე 200-მდე ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში იგეგმება წარმოების გაზრდა და ფაბრიკის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0