გრიგოლ ნემსაძე გარდაბანში სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

23/07/2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. გრიგოლ ნემსაძე და მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, საგზაო დეპარტამენტის წარმმადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურების მერ, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და გაწმენდითი სამუშაოები, უახლოს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალს დაითვლის.
აღსანიშნავია, რომ წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანიში, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, განადგურდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.
გვიან ღამემდე დატბორილი სახლებიდან მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ნავებით ახორციელებდნენ. ადგილზე 60-მდე მაშველი მუშაობდა, 10-ზე მეტი დატბორილი სახლიდან მათ 15 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც სასტუმროში დააბინავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0