გრიგოლ ნემსაძემ შვეიცარიის საგარეო სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა

29/06/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის ელისაბეთ ფონ კაპელერის ხელმძღვანელობით რუსთავში შვეიცარიის საგარეო სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

ოფიციალურ პირებს შორის იყო ლუკას ბეგლინგერი – შვეიცარიის ელში საქართველოში, ოლივიე ბურკი – შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი, ბარბარა ბიონი – დსთ-ს ქვეყნებთან ერთიერთობის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, სიმონე ჰაბერლი – რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე და საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს შცეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,მერსი ქორფსთან“ ერთად განხორციელებული პროექტი. კერძოდ, რუსთავში არსებული ბიო-უსაფრთხოების პუნქტი და ადგილზე სამუშაო პროცეს პირადად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისთვის და უსასყიდლოდ ემსახურებიან ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0