ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დეტალურად გაეცნო უკვე შესრულებულ სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ საიმერლოს 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება ექნება. საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა, შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.
გუბერნატორმა, ასევე სოფელ ალგეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგიონალური განითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 219 743 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულებიშ შემდეგ, სოფელში 1591 გრძ/მ გზა მოწესრიგდება.
დღესვე გრიგოლ ნემსაძემ, სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგური დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა, რომლის შედეგადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფილია 17 სოფელი, ჯამში კი 2533 აბონენტი. ადგილზე სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, ღირებულებით 506 949 ლარი.
გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროცესებს გაეცნო
24/07/2018