გრიგოლ ნემსაძემ ევროპის ჩემპიონი, რუსთაველი ბექა გურული დააჯილდოვა

18/08/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერის მოადგილემ, ნოდარ შეროზიამ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის, ევროპის ჩემპიონი, რუსთაველი ბექა გურული დააჯილდოეს.
გრიგოლ ნემსაძემ და ნოდარ შეროზიამ, ბექა გურულს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში, 25-30 ივლისს გამართულ ევროპის ჩემპიონაზტე მიღწეული წარმატება – ოქროს მედლის მოპოვება მიულოცეს და მადლობის სიგელებთან ერთად, საჩუქარიც გადასცეს.
რუსთაველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში, ბექა გურული 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია, 2017 წელს, ის საქართველოს ჩემპიონატის, ასევე თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა, 2017 წლის 25-30 ივლისს კი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე წლის 5-10 სექტემბერს, ბექა გურული ათენის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0