გრიგოლ გიორგაძემ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა

21/02/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა. „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა სამინისტროს მიმართ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება. ეს გამოწვეულია ნაყოფიერი მუშაობითა და გამჭვირვალე პროცესით, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს სამინისტროში. დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების მიღებაში მაქსიმალურად არის ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა. შ. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც არსებობს ეს სამინისტრო და ალბათ ამის ერთ-ერთი საზომი არის ის, თუ როგორ ფასდება ჩვენი მუშაობა სახალხო დამცველის მიერ. როგორც გითხარით სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყოველწლიურად მცირდება და იმ ხარისხის და სიმძიმის აღარ არის, რაც ადრე იყო. რეკომენდაციებს რაც შეეხება, საუბარია კრიტერიუმების დახვეწაზე, რომლითაც ხდება ბინების განაწილება და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაწევა. ჩვენ სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად შევიმუშავეთ კრიტერიუმები და ყველა რეკომენდაცია, 4 რეკომენდაციაზეა საუბარი, პრაქტიკულად არის შესრულებული“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0