გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, მოსწავლეთა 70–ე სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა. მოზარდები, რომლებმაც აღნიშნული კონფერენციის უმაღლესი ჯილდო -პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები არიან.
გამგებელმა წარმატებულ მოსწავლეებს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა და წარმატებები უსურვა.
გოჩა ჯამარაული: – საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დავესესხები და ვიტყვი, რომ უნიჭო ბავშვი არ არსებობს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი თქვენი ნიჭითა და განათლებით ასახელეთ და იმედია, მომავალში გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწევთ. უფალმა ამრავლოს საქართველოში ასეთი მოსწავლეები.
გოჩა ჯამარაულმა კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
30/05/2016