მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს უმასპინძლა.
სამხარე ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო ღონისძიებები.
ყურადღება გამახვილდმცხეთა-მთიანეთის რეგიონში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქციის ექსპორტზე, ასევე ქართული და ლიტვური ურთიერთობების მუნიციპალურ დონეზე გამყარებას.
გოჩა ზეიკიძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
22/12/2016