გორში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა

07/01/2023

შობის დღესასწაულზე გორში ტრადიციული საშობაო “ალილო” გაიმართა. მსვლელობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ და მახარობლებს საშობაო საჩუქრები გადასცეს. სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხვევით დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0