გორში საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

13/10/2016

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, გორში, კარალეთის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს. საარსებო წყაროების ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში/პროექტებში. ფორუმში მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისცენტრის წარმომადგენელმა დევნილები ადგილზე დაარეგისტრირა საშემოდგომო მიღებაზე. ფორუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინიტროსთან და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ. საარსებო წყაროების ფორუმი, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მსგავსი სახის ფორუმი უკვე ჩატარდა იმერეთის რეგიონში, ხოლო სამომავლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0