გორში ნაგავსაყრელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულია

Thursday August 11th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. რეაბილიტირებული პოლიგონი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან და ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გორის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს ჩაატარა. ნაგავსაყრელის სწორი ექსპლუატაციის მიზნით საჭირო გახდა პოლიგონზე რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოების ჩატარება. კეთილმოწობის სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა შიდა გზები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0