,,გორმედის“ ქსელის ექიმებს შობა-ახალი წელი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მიულოცა

Friday January 8th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“გორმედის“ ქსელის ექიმებს შობა-ახალი წელი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადეს პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. „გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელმა გია სვანაძემ სტუმრებს ქსელში შემავალ კლინიკებში არსებული ვითარება გააცნო. დღესვე, „გორმედის“ ინიციატივით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ 100-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს საშობაო საჩუქრის სახით სასურსათო პაკეტები გადასცა. სასურსათო პაკეტების დარიგებაში პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმაც მიიღეს მონაწილეობა.

„დღეს შევხვდით გორმედის მედპერსონალს, მივულოცეთ შობა-ახალი წელი, მადლობა გადავუხადეთ მათ მიერ გაწეული შრომისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „გორმედის“ მხარდაჭერით 100-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა სასურსათო პაკეტები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, – აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0