გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის აგვისტოში გორის ციხეზე ჩატარდა არქეო-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც მიზნად ისახავდა გეორადიოლოკაციისა და ელექტრული მეთოდების გამოყენებით არქეოლოგიურად საინტერესო ობიექტების გათხრების გარეშე გამოვლენას და მათი ლოკაციის განსაზღვრას. უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრში მოეწყო გორის ციხეზე ჩატარებული არქეო-გეოფიზიკური კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც შიდა ქართლის გუბენრატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, სამხარეო ადმინსტრაციის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა, უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი და ლექტორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ჯ. ქირიამ, გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის მეთოდის თავისებურებები და შესაძლებლობები. როგორც ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, გორის ციხის ციტადელსა და მის ძირთან, მთელ პერიმეტრზე არსებობს მიწის ქვეშ 0 – 6 მ. სიღრმეზე დამარხული მრავალი ობიექტი, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ გეოფიზიკურ და არქეოლოგიურ კვლევას.
დამსწრეებმა აღნიშნეს გორის ციხის არქეო-გეოფიზიკური კვლევის დიდი მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ტურისტულ ობიექტად ადაპტაციის, მისი სანახაობრივი ღირებულების ამაღლების კუთხით. გამოითქვა აზრი გორის ციხის არქეო-გეოფიზიკური კვლევების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ კვლევებში არქეოლოგიური მიმართულების გაზრდის, კერძოდ, პარალელურად, არქეოლოგიური სადაზვერვო თხრილებით გეოფიზიკური კვლევის შედეგების გადამოწმების თაობაზე. შიდა ქართლის გუბერნაოტორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის რექტორმა გორის ციხის ტურისტულ ობიექტად ჩამოყალიბების ეკონომიკური მნიშვნელობას გაუსვევს ხაზი და მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი კვლევების მხარდასაჭერად.
გორის ციხეზე არქეო-გეოფიზიკური კვლევები ჩატარდა
27/10/2017