გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

14/05/2023

უხვი ნალექის მოსვლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძევერასა და შერთულში ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გარკვეული სირთულეები შექმნა. კერძოდ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი დატბორა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო. ადგილზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მობილიზებულია შპს “საქართველოს მელიორაციის” კუთვნილი ტექნიკა. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0