გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელი მოეწყობა

21/06/2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.ატენში სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის მოეწყობა უკვე დაწყებულია.მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს მოეწყობა ახალი მაგისტრალური ქსელი, რომლის სიგრძეა 22 800 მეტრი.2017 წელს კი დაგეგმილია სათავე კვანძისა და 8 ერთეული წყალშემკრები რეზერვუარის მოწყობა.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტი, რომელიც 1 427 650 ლარის ღირებულებისაა, უკვე დაწყებულია.სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ადგილზე გაეცნო.

“ნახევარი საუკუნეა ამ სოფელში სასმელი წყლის სისტემის პროექტი არ განხორციელებულა. პროექტის სრული ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია, ფაქტიურად ეს იქნება საუკუნის პროექტი.სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. ახალი სისტემის მშენებლობა უზრუნველყოფს მოსახლეობის 24 საათიან წყალმომარაგებას და ამ კუთხით ატენში პრობლემა გადაჭრილი იქნება.” – გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს.”გელა” ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი ოქტომბრის თვეში დასრულდება. სამუშაოების ატენში 2017 წელს გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0