გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

09/12/2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს – ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ძველი ხიდი, მიმდინარე წლის ზაფხულში, სტიქიის შედეგად დაზიანდა. ახალი ხიდის აშენება, ღია შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და მერის მოადგილესთან დავით ქირიკაშვილთან ერთად გაეცნო. ხიდის მშენებლობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 700 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. ამჟამად, მოსახლეობა დროებითი ხიდის საშუალებით გადაადგილდება, რომლის მონტაჟი სტიქიიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0