საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები, 1350 გრძივ მეტრზე იგება ბეტონის საფარი, 717 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ & კ ტექნოლოგი“ ასრულებს. პროექტი, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად მოვინახულე ჭაპალა-სამტრედოს მშენებარე გზა, შარშან გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით ჩატარდა და წელს 1 350 გრძივ მეტრზე იგება ბეტონის საფარი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას დააკავშირებს ცენტრალურ გზასთან, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. სავარაუდოდ მომავალ წელს გზას საბოლოოდ დავასრულებთ და ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა თავისუფალი, კომფორტული გადაადგილების საშუალება,“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა
გოგი მეშველიანმა დღესვე მოინახულა სოფელ ზვარეთში 60 მოსწავლეზე გათვილი საბაზისო სკოლის მშენებლობის პროცესი.
„ამ ეტაპზე სამუშაოების 65% უკვე შესრულებილია და სავარაუდოდ სკოლა, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.
ძალიამ მნიშვნელოვანი პროექტია, წლების განმავლობაში სოფელს აწუხებდა ეს საკითხი ვინაიდან, ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მოხარულები ვართ, რომ მოხერხდა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა,“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
ზვარეთში ახალი სკოლა და ეზოში მინი სტადიონი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ ასრულებს.