საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას კვლავ აქტიურად განაგრძობენ. ამჯერად ისინი სოფელ ბალახაურის, სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას ესტუმრნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინეს და გადაჭრის გზები დასახეს.
სოფელ ტალავერში, ბალახაურსა და სავანეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გარე განათების პრობლემა მოუგვარდა. ამ სოფლებში მომავალშიც არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგემება.
გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი სოფელ ბალახაურის, სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ
20/08/2019