გოგი თოფაძისგან აღარაფერი მიკვირს მას შემდეგ, რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა

10/03/2016

გოგი თოფაძის განცხადებები ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის, მას შემდეგ რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა. ხიდაშელის თქმით, გოგი თოფაძის განცხადებებს ის აღარ აფასებს.

“არ ვაფასებ მის განცხადებებს, არც ერთი განცხადება ჩემთვის სიურპრიზი აღარ არის და აღარაფერი არ მიკვრის მას შემდეგ, რაც ყველა ოთახში სტალინის სურათის დაკიდება მოითხოვა. მისი განცხადებები ჩემთვის საინტერესო აღარ არის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0