გლოლის, ჭიორასა და ღების მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

06/08/2019

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გლოლაში, ჭიორაში და ღებში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მოსახლეობას გააცნეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგისა და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტების, მიმდინარე პროგრამებისა და სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსური მონიტორინგის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია გააცნო.
მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემი მთავარი გამოწვევა რეგიონის თითოეულ მოსახლემდე მისვლა და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობაა, დროული რეაგირების მიზნით. შეხვედრაზე მოსახლეობას მიმდინარე პროექტების მნიშვნელობა გავაცანით, 2019 წელს ონის მუნიციპალიტეტში 8 528 290 ლარის ღირებულების 141 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის: ქ.ონის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, საგლოლო-ჭიორა -ღების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქ.ონში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა, 4 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 1 არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია. სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ყოველდღიურად ახორციელებენ პროექტების მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის განვითარებისთვის“-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობის შეკითხვებს ჰესების მშნებელობისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უპასუხა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობამ ძირითად პრობლემებად გაზიფიცირების, მიწის ნაკვეთების რეგისტაციისა და შიდა სასოფლო გზების პრობლემა დაასახელა.
სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან პერმანენტულად იმართება, რისი მთავარი მიზანი, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულების მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმვაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0