6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. სახალხო ზეიმი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ხონის ნიღბების დასის მოყვარულმა მსახიობებმა და მოსწავლეთა კოლექტივებმა მუსიკალური და თეატრალური პერფორმანსები წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო სპორტული ღონისძიებები, ყვავილების, ყველის, ჩაის გამოფენა – გაყიდვა, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა, ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე, ტრადიციულად გამოვლინდა 5 საპატიო ხონელი: მამუკა ბახტაძე, პედაგოგი ნარგიზი ჩხენკელი, ხონის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2017 წლებში) გრიგოლ ლილუაშვილი, ექიმი ჯემალ მებუკე და ჟურნალისტი ჯემალ გურდულაძე. პრემიერ მინისტრამა მამუკა ბახტაძემ, სოფელ კინჩხაში ოკაცეს ჩანჩქერის ტურისტული ობიექტიც გახსნა.
გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა
06/05/2019