გიორგი შენგელაია სახელობის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

12/05/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას სახელობის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ გიორგი შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი მის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნა. კინორეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატსა და საქართველოს სახალხო არტისტს დღეს79 წელი შეუსრულდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ქართველ რეჟისორს იუბილე მიულოცეს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
საზეიმო ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე კულტურის მოღვაწეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ქართველი კინორეჟისორის სახელობის ვარსკვლავი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0