გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას

20/02/2020

„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი შენგელაია ქართული კულტურისთვის უდიდესი დანაკლისია.

„ეს არის დიდი დანაკლისი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურისთვის,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0