გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებმა რწმუნებულს გააცნეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რაც გულისხმობს 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შემოდგომისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გასაყვანად ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება.
გიორგი ურუშაძე, კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა
22/07/2021