გიორგი ურუშაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

26/07/2022

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა. შეხვედრაზე, გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. რაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0