გიორგი ურუშაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

08/07/2022

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ მუნიციპალიტეტში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში:
ჩხაკაურაში, ქვაბღაში, ნაკადულში, სამებაში, შუა ამაღლებაში, დაბლაციხეში, ბუკისციხესა და ზემო ფარცხმაში,
დაბა ჩოხატაურში კი მდინარე ორპირას კალაპოტისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა.
დასრულდა კოხნარი – საჭამიასერისა და ბურნათი -კოხნარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ ქვენობანში მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0