თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოსტს იგი 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.