გიორგი სვანაძე ლუქსემბურგის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

27/10/2016

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე ლუქსემბურგის მთავრობის მრჩეველს ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებში პიტერ სოდერმანს შეხვდა.
საუბრის თემა იყო თანამედროვე კიბერ საფრთხეები და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გატარებულ მნიშვნელოვანი რეფორმები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლუქსემბურგის მიერ კიბერუსაფრთხოების სფეროში გატარებულ რეფორმების წარმატებაზე და სამომავლოდ ამ გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებაზე .
შეხვედრას რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭულუხაძე და ამავე დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი გიორგი ტიელიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0