საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე, ქობულეთში 500 ძირი კაკლის ხე დაირგვება. ნერგები მუნიციპალიტეტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადასცა და 150 ძირი ქობულეთის გამწვანების სამსახურმა ფიჭვნარის ზოლში უკვე დარგო. დანარჩენი ნერგები, ეტაპობრივად როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის მიმდებარედაც დაირგვება.
აჭარაში, აპრილის ბოლომდე სულ 3000 ძირი კაკლის ხის დარგვა იგეგმება, ხეები დაირგვება როგორც საავტომობილო გზების გასწვრივ, ასევე დაურიგდება ადგილობრივ მოსახლეობას.
გიორგი სეთურიძემ ქობულეთში ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა
11/04/2017