გიორგი სახოკია ,,ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა

06/04/2021

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია ,,ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა აქტუალურ შეკითხვაზე პასუხი მხარის პირველი პირისგან მოესმინათ განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების, მიგრაციისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხების მიმართულებით. რწმუნებულმა ახალგაზრდებთან სამომავლოდ აქტიურად თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ შექმნილი „ლიდერთა სკოლა“ წარმოადგენს არაფორმალური განათლების ცენტრს. ორგანიზაციის მოზარდების განათლების კონცეფცია ეფუძნება: დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში, ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0