გიორგი სახოკია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

07/04/2021

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი სახოკიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე IOM საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა პროექტის “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში” საპილოტე ვერსია წარმოადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია “მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF)” და “შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)” მიერ. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0