გიორგი სახოკიას, მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

12/06/2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი სახოკიას, მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გურიის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება. ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.ოზურგეთში მდებარე კლინიკები და შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0