გიორგი სახოკიამ ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობა დაათვალიერა

26/02/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობა დაათვალიერა. არსებული შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა 2018 წელს დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.650000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა და გარე ინტერიერს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ცენტრში ფუნქციონირებს ხმის ჩამწერი სტუდია, სალოტბარო სკოლა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდები ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობასა და ხალურ საკრავებს. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ უწევთ. აქ თავს მოიყრის ტრადიციულ ოჯახებში შენახული საზოგადოებისთვის უცნობი მასალები. პროექტის წარმატებით განხორციელება ფოლკ-ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0